თბილისის მერიის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.
თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
წყარო: ინტერპრესნიუსი