გასულ თვეში საქართველოში $372 მილიონი გადმორიცხეს

2023-03-15 17:03:07

2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი (985.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილებში პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც თებერვალში 187 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 754%-ით მეტია. სავარაუდოდ ეს გზავნილები რუსი მიგრანტების გადმორიცხვებს წარმოადგენს. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 39 მილიონი დოლარი შემოვიდა, აშშ კი მესამე ადგილზე 30 მილიონი დოლარით.

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:

1) რუსეთის ფედერაცია - $187 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 754%

2) იტალია - $39 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 18%

3) აშშ - $30 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 44%

4) საბერძნეთი - $17 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 12%

5) ისრაელი - $16 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16%

6) გერმანია - $15 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29%

7) ყაზახეთი - $13 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -6%

8) თურქეთი - $9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 19%

9) ყირგიზეთი - $6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 83%

10) ესპანეთი - $4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -2%

2023 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.6 მლნ აშშ დოლარი (73.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის თებერვლის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.