რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-03-14 20:07:59

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 მარტს 02:00 საათიდან 02:30 საათამდე  ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მაჩაბელის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, პეტრე მელიქიშვილი, გონაშვილის ქუჩებზე, მე-6, მე-7, მე-18 მიკრორაიონებში, 02:00-დან 03:00 საათამდე - რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, ახმეტელის, მესხიშვილის, ლომოურის ქუჩებზე, ხოლო 10:30-დან 11:30 საათამდე - მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას ქუჩებზე, ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.