ახალი კომერციული ობიექტი

2017-10-29 13:35:07

ახალი კომეციული ობიექტი რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. არსებული ინფორმაციით შენობას კომპანია "მადაგონი" ააშენებს და მას სამეურნეო საწყობის დანიშნულება ექნება. ობიექტი რამდენიმე სართულიანი იქნება და მასში სამაცივრე სისტემა მოეწყობა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის ანა ბედინეიშვილის თქმით - "შენობაში იქნება სამაცივრო სისტემა, სადაც ნებისმიერ კომპანიას ექნება საშუალება იქირაოს ფართი და განათავსოს პროდუქტი. ეს შეიძლება იყოს ნახევარფაბრიკატები ან სხვა სახის სურსათი."