ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2023-03-14 14:49:54

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისის ქუჩაზე, "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა და გადატრიალდა. მძღოლის თქმით ის სწრაფად არ გადაადგილდებოდა.

მამაკაცი ავტომობილიდან გამვლელებმა გადმოიყვანეს, მას დაზიანებები არ მიუღია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.