რუსთავში, რუსთაველის მოედანი გადაკეტილია

2023-03-14 14:39:24

რუსთავში, რუსთაველის მოედანი დროებით გადაკეტილია.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.

"გაცნობებთ,დღეს,14 მარტს, დღის 13:00-დან 14:00-მდე,რუსთაველის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სრულად გადაიკეტება ლომოურის ქუჩის  შემოსასვლელი და გასასვლელი მიმართულებები",- ნათქვამია განცხადებაში.