14 მარტის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
შემდგომში გამოიდარებს და 17 მარტამდე სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.
15-16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება რუსთავს, რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 14 მარტი + 19 °C, 15 მარტი + 18 °C, 16 მარტი + 20°C.