ავარია თურქეთში (ვიდეო)

2017-10-29 12:33:07

თურქეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელიც ტრაილერს მართავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

კაისერის რაიონში ავტომაგისტრალზე ტრაილერი ორ მანქანას შეეჯახა, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
მომხდარის გამო ქართველი მძღოლი თურქეთის პოლიციამ დააკავა. ნახეთ ვიდეო.