ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2023-03-13 00:29:13

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და "ბეემვე"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.