რუსთავში, მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში კაცი ოჯახის წევრებს კარს არ უღებდა. ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახური.
მოხერხდა კარის გაღება, რის შემდეგაც ბინაში შესულებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ, მან სიცოცხლე სავარაუდოდ სუოციდით დაასრულა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.