რუსთავში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ხშირად არ აჯარიმებენ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილების მფლობელები ჯარიმების გამოწერას აპროტესტებენ. ცენტრალურ ქუჩებზე, კოსტავას, მეგობრობის და შარტავას გამზირზე პატრულის თანამშრომლები ხშირად აჯარიმებენ იმ მძღოლებს, რომლებიც დისტრიბუციის მანქანებით გადაადგილდებიან. დაჯარიმების მიზეზი არასწორი, ან მეორე ზოლში პარკირებაა. ასევე აჯარიმებენ იმ მძღოლებს ვისაც ავტომობილები არასწორად უყენით, მსგავსი შემთხვევები ხშირად შარტავას და რუსთაველის მოედანზე ხდება. ჯარიმდებიან ის მძღოლებიც, რომლებიც ავტომობილებს იქ აჩერებენ, სადაც ამკრძალავი ნიშანია, მსგავში შემთხვევები ხშირად ფიქსირდება მაჩაბელის, ვახუშტის და მესხიშვილის ქუჩებზე.
მძღოლები აპროტესტებენ რომ ქალაქში არ არის პარკინგის ადგილი, ამიტომ მათ ხშირად უწევთ პარკირება იქ, სადაც ამკრძალავი ნიშანი ან ტროტუარია. ტროტუარზე პარკინგს კი თავისთავად ქვეითთა პროტესტი მოჰყვება ხოლმე.