მზიანი ამინდი და ხალხმრავლობა რუსთავის პარკში [video]

2023-03-12 18:56:24

დღეს რუსთავის პარკში ნამდვილი გაზაფხული მოვიდა. [ვიდეო/video]

მაღალი ტემპერატურა და მზიანი ამინდი, ქალაქის უნიკალურ რეკრეაციას, რა თქმა უნდა, მაშინვე შეეტყო.

პარკი გამოამინდებას განსაკუთრებული ხალხმრავლობითა და ჟრიამულით შეხვდა.

პატარების ხმაურიანი თამაში, უფროსების მშვიდი და დასვენებული სახეები, პიკნიკები, სრიალი გორგოლაჭებით და სასეირნოდ გამონარნარებული ცხოველები - ცენტრალურ პარკში სწორედ ასეთ სურათს ნახავდით.

"ინფო რუსთავი" გიზიარებთ კადრებს, რომელიც დასასვენებელ სივრცეში დღესაა გადაღებული.