ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2023-03-12 18:39:13

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე ერთმანეთს "შევროლეტი"-ს მარკის ავტომობილი და "კავასაკი"-ს მარკის მოტოციკლი შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

შეჯახების შედეგად მოტოციკლისტი დაშავდა, 35 წლამდე მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟში აღმოუჩინეს.

არსებული ინფორმაციით მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.