რამდენ დღიანი არდადეგები იქნება სააღდგომოდ რუსთავის სკოლებში

2023-03-12 13:35:27

ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში სააღდგომო დასვენება 14 აპრილს დაიწყება.

მოსწავლეებისთვის სააღდგომო არდადეგები 17 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 18 აპრილიდან კი სწავლა განახლდება.

შეგახსენებთ, რომ სააღდგომო არდადეგებამდე სკოლებში 14 მარტის ჩათვლით საგაზაფხულო არდადეგები მიმდინარეობს.