მარტვილის რაიონ სოფელ მუხურჩაში 54 წლის შვილის მიერ 86 წლის დედის ნაჯახით მოკვლის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა რვა მარტს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შვილმა დედის მკვლელობის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იქირავა მიცვალებულების ჩასასვენებელი მაცივარი, სადაც მოკლული დედა ჩაასვენა. შვილი ორი დღის მანძილზე, როგორც ჭირისუფალი სამძიმარს იღებდა.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც მეზობლები ამბობენ, დათვალიერების შემდგომ ცხედარს ემჩნევა, რომ ქალი მოკლულია. მკვლელობის სავარაუდო მოტივად პენსია სახელდება. როგორც ამბობენ, დედამ შვილს პენსია არ მისცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა.
54 წლის მამაკაცი დაკავებულია.
წყარო: პრაიმტაიმი