სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში შვილმა დედა ნაჯახით მოკლა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.