მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოთთან ავტოვასაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული თავის არეში არსებული ტრავმით კლინიკაში გადაყვანეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი, 50 წლამდე მამაკაცია და ის მარტვილის მკვდივარია.