როდის დასრულდება რუსთავის სკოლებში არდადეგები

2023-03-11 11:55:23

რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგებია.

2022-2023 სასწავლო წლის სასკოლო კალენდრის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასვენება 15 მარტს დასრულდება.

იქამდე სანამ ივნისის თვეში სასწავლო პროცესი დასრულდება, სკოლებში კიდევ ერთი, სააღდგომო არდადეგები იქნება, რომელიც 14 აპრილს დაიწყება და 18-მდე გაგრძელდება.