სისხლის ჩაბარების აქცია

2017-10-28 18:24:09

ვემო ქართლის სისხლის ბანკში როტარაქტის, თავისუფალ მოაზროვნთა კლუბის და ამერიკული ფეხბურთის რუსთავის კლუბის ერთობლივი ინიციატივით სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. „მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო თუ სამთავრობო სექტორს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ერთმანეთზე ზრუნვა გახდეს უკეთესი ხვალინდელი დღის წინაპირობა. ეს უნდა გახდეს ფუნდამენტური ინსტრუმენტი, რომლითაც საზოგადოებრივ საწყისებს გავაუმჯობესებთ.“ - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.