ავარიის დროს 2 ახალგაზრდა დაშავდა

2023-03-10 12:37:21

ზუგდიდში ავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა კაცი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, სოფელ რუხში "სუბარუს" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს, თუმცა კონტაქტურები იყვნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.