რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეები 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა და ამ წუთებში დემონსტრანტებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.