რუსთავში უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობებისა და კონსტრუქციებისგან გათავისუფლების ღონისძიებები გრძელდება. რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურმა ამჯერად მე-12 მკრ-ის #35-ში, მე-14 მკრ-ის #40-ში, ასევე ბოსტანქალაქის #15-ში, გომელაურის #10-ში, მე-12 მკრ-ნი #12-სა სუმგაით მეტალურგების #2-ში განთავსებული კონსტრუქციები აიღო.
როგორც ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, ქალაქში რაიმე სახის მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ყველა კონსტრუქცია თუ შენობა-ნაგებობა თვითნებობად ჩაითვლება და ზედამხედველობის სამსახური შესაბამის ზომებს მიიღებს.