“პუტინის მონა, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს”

2023-03-09 14:35:51

რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა იმ რუსთაველი დეპუტატების ფოტოები მიიტანეს, რომლებმაც ე.წ. აგენტების კანონს მხარი დაუჭირეს.

ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შატაკივშილისა და რუსთაველი დეპუტატის, ალექსანდრე დალაქიშვილის ფოტოებზე დატანილია წარწერები - "პუტინის მონა, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს".

საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას არ ესწრებიან "ქართული ოცნების" დეპუტატები.