საკვირაო სკოლა რუსთავში (ვიდეო)

2017-10-28 16:47:34

რუსთავში საკვირაო სკოლა "ლამპარი" გაიხსნა. სკოლა 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მათ არაფორმალური განათლების მიღებასა და შაბთ-კვირის ნაყოფიერად გატარებას სთავაზობს.

"საკვირაო სკოლა "ლამპარის" მოსწავლეები კურსის ფარგლებში ხელოვნებას, ინგლისურს, სახალისო მათემატიკას და ლიტერატურას ისწავლიან, ასევე მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარებას შეძლებენ. მოსწავლეებთან იმუშავებს ფსიქოლოგიც. საკვირაო სკოლაში პერიოდულად დაიგეგმება გასვლითი ექსკურსიები და აქტივობები.

საკვირაოს სკოლა ფუქციონირებას 4 ნოემბერს დაიწყებს და მეცადინეობები შაბათ-კვირას 10:00 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება. ფასი თვეში 60 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში მშობლებს შეუძლიათ შეავსონ ელექტრონული ფორმა ან ეწვიოთ სკოლა "ლამპარს" ტელ: 598 88 90 61 მის: რუსთავი, ლომოურის ქ.6. ნახეთ ვიდეო.