რუსთავში მამაკაცი გოგოს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

2023-03-09 23:49:37

რუსთავში მამაკაცი გოგოს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 25 წლამდე ქალს 35 წლამდე კაცი მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის შემდეგ გოგომ გადაწყვიტა სიცოცხლე სუიციდით დაესრულებინა და მაღალი სართულიდან გადმოხტომა სცადა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მასთან კომუნიკაცია მოახერხეს და სუიციდი გადააფიქრებინეს.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი პოლიციამ დააკავა და მომხდარზე გამოძიება მიმდინარებს.