პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

2023-03-08 18:33:38

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.

გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ათასობით ადამიანი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტს აპროტესტებენ.

ადგილზე იმყოფებიან სტუდენტები, „ქალების მარშის“ მონაწილეები, მოქალაქეები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“. ისმის შეძახილები: „საქართველო", „მეტი ქალი პარლამენტში“, „ არა ტოტალურ კონტროლს!“.

აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ქალები არ დათმობენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

„ვერ წაგვართმევთ ევროპულ არჩევანს, ევროპა ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, არის სიტყვით გამოსვლებიც.

შეგახსენებთ, 7 მარტს რომ პირველი მოსმენით კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, რომელთა დარბევას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. მათ წინააღმდეგ სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.