პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძის მდგომარეობის შესახებ მისი ძმა, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ოპოზიციონერი ნაცემია და მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული.
"ბევრი მირეკავს ზურას შესახებ და ვერ ვპასუხობ ყველას.
კი, ზურა დაკავებულია და არის პოლიციის მიერ "დუბინკებით" ნაცემი. დაზიანებები აქვს თავზე. რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში.
ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე საელჩო", - წერს გია ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი გუში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.