"პასუხისმგებლობით შეაფასეთ ქვეყნის რეალური ინეტერესები"

2023-03-08 13:28:02

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, - ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი დიპლომატები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის მომავალზე.

"საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცენ ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას", - ნათქვამია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.