დევნილ ოჯახებს ბინები დაუკანონდებათ

2017-10-28 12:36:24

რუსთავში 50-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა.
დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების დაკანონების შესახებ პრემიერ მინისტრმა გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამ ეტაპზე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საქართველოს მასშტაბით 240 დევნილ ოჯახს დაუკანონდება, მათ შორის ბინები საკუთრებაში გადაეცემა რუსთავში სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 50-მდე დევნილ ოჯახს.