პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულები არიან

2023-03-07 22:46:31

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები დაშავდნენ.

დამწვრობა, ჰაერის უკმარისობა, ინტოქსიკაცია, ცრემლდენა - მათ ცრემლსადენი გაზისა და ე.წ. "წიწაკის სპრეის" გამოყენების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან დაძაბული რჩება.

აქციის მონაწილეები არ იშლებიან, სპეც რაზმი პერიოდულად იყენებს ცრემლსადენ გაზს.

შეგახსენებთ, ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ.