სპეცრაზმი პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ცრემლსადენი გაზით დაშლას ცდილობს.
ისინი რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიემართებიან და მოქალაქეებისკენ ცრემლსადენ გაზს უშვებენ.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, ისმის გამაფრთხილებელი ხმა.
"მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად", - მოუწოდეს მოქალაქეებს.