პარლამენტთან სპეც-დანიშნულების რაზმი გამოჩნდა

2023-03-07 20:48:23

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ვითარება დაძაბულია.

საკანონმდებლო ორგანოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები - ისმის გაფრთხილებაც.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლიდერებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის სამივე შესასვლეთან გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს შესასვლელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.