ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა

2023-03-07 20:31:48

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტთან პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.