სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თებერვლის თვეში ქვემო ქართლში 9 ობიექტი დააჯარიმა, მათ შორის ერთ-ერთში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა ხორცპროდუქტების საწარმოში, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა 1000 ლარით და მუშაობა განაახლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ დარღვევები გამოასწორა.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, მეორე დაჯარიმებული ობიექტი სასურსათო მაღაზიაა, რომელშიც ეტიკეტირების წესის დარღვევას ჰქონდა ადგილი. მაღაზია 200 ლარის ოდენობით დასანქცირდა.
ჯამში, ქვემო ქართლში, ინსპექტირება 79 ობიექტში ჩატარდა, დოკუმენტური შემოწმება 35-ში, ნიმუშის აღება მოხდა 6-დან.
აქვე უნდა აღნინიშნოს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაწესებულებების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.
ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.