როდის დასრულდება რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობა

2023-03-06 19:49:10

რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობა გაზაფხულამდე დასრულდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "არალში" განუცხადეს. 

სამუშაოები ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ოქტომბრის თვეში კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ ეკა თათეშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ პროექტში შესული ცვლილებების გამო თარიღი მარტის ბოლოსკენ გადაიწევდა.

კომპანიასთან ხელახალი კომუნიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ პროექტში კიდევ ახალი ცვლილებები შევიდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები ზაფხულამდე გაგრძელდება.

"სამუშაოების დასრულების თარიღი შეიცვალა. ახლა მიმდინარეობს კორექტირება, ეს დამოკიდებული იყო პროექტში შეტანილ ცვლილებებზე. ინვენტარი დაემატა და სხვადასხვა დეტალები. ყველაფერი რომ დამტკიცდება შესაბამისი ვადა მიეცემა. განხილვის პროცესია.

უფრო მეტი რაღაც დაამატეს და გაამრავალფეროვნეს. ზაფხულამდე დასრულებული უნდა იყოს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" კომპანიის წარმომადგენელმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები