სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამები რუსთავში

2023-03-06 17:36:30

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" ფეისბუქის გვერდზე გამოკითხვა "რა პრობლემებია თქვენს კორპუსში" გააკეთა.

სადაც რუსთაველები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სადარბაზოების რეაბილიტაციის საჭიროებას ასახელებენ.

თუკი თქვენი სადარბაზოს რეაბილიტაცია გსურთ, ამისთვის რუსთავის მერიის (ა)იპ "რუსთავის კორპუსის" სამსახურს უნდა მიმართოთ, სადაც რეაბილიტაციისთვის 2 პროგრამა მოქმედებს.

პირველი "ინიციატივების პროგრამაა", რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადაეცემა, ხოლო სამუშაოების შესრულებაზე თავად მოსახლეობამ უნდა იზრუნოს.

მეორე "თანადაფინანსების პროგრამაა", ამ დროს სადარბაზოს რემონტისთვის მუნიციპალიტეტი 90%-იან წილში შედის, ხოლო დარჩენილ 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იხდის.

გარდა ამისა, სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამაში სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა 67 000 ქულამდეა, გადასახდელ თანხას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

წელს ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამებისთვის 355 000 ლარია გამოყოფილი, შესაძლოა თანხა გაიზარდოს კიდეც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები