რუსთავში მამაკაცმა სუიციდი სცადა

2023-03-06 00:01:36

რუსთავში მამაკაცმა სუიციდი სცადა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით XVII მიკრორაიონის ერთერთ მაღალსართულიანი კორპუსიდან მამაკაცი გადმოხტომით იმუქრებოდა. ახალგაზრდამ ბინის კარი ჩაკეტა და აცხადებდა რომ თუ ვინმე ეცდებოდა ახლო მისვლას გადახტებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. პოლიციელებმა ბინაში შეღწევა მოახერხეს, მამაკაცთან კონტაქტზე გავიდნენ და მასთან რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ დაარწმუნეს რომ სუიციდი არ ჩაედინა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცს ფიანსური პრობლემები ჰქონდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.