ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

2023-03-04 18:44:15

ჩაქვის გვირაბთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. 

მძიმეა კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზის გამყოფს შეეჯახა, რის შემდეგაც ამობრუნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები