სოციალურ ქსელსი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა, საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ გზაზე მხოლოდ ლაფი ჩამოვიდა.
მათივე ცნობით, შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე მოხდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ტერიტორია უკვე გაწმენდილია.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ლაფი პერიოდულად ჩამოდის.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რიკოთის უღელტეხილის აღნიშნულ მონაკვეთზე ლაფის ჩამოსვლის მომენტში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.
წყარო: ინტერპრესნიუსი