სუიციდის მცდელობა რუსთავში. ერთ-ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, 25 წლამდე გოგო გადმოხტომას ცდილობდა.
შემთხვევა თოდრიას ქუჩის მიმდებარედ მოხდა. ახალგაზრდას გადარჩენა, პატრულის თანამშრომლებმა შეძლეს, მათ გოგონას გადმოხტომის საშუალება არ მისცეს.
ახალგაზრდასთან წამოწყებული საუბრის შემდეგ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გოგონა აივნის მოაჯირიდან ჩამოყვანა შეძლო.
ადგილზე როგორც საპატრულო ისე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.