კოსტავას ქუჩის მაცხოვრებელი "ინფო რუსთავს" დახმარების თხოვნით მომართავს.
" თითქმის ყოველ დილით მანქანებს რეცხავენ და ეს ბინძური წყალი მთელს კოსტავაზე მოედინება, თითქმის მერიამდე. ეს რომ ერთჯერადი იყოს ასატანი იქნებოდა მაგრამ ავტოსახელოსნოა ეზოში და ეს ხდება ყოველთვის" - აცხადებს ადგილობრივი.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული სიტუაცია კოსტავას ქუჩის, #26 და #24 ბინებს შორის ხდება. ადგილობრივის განცხადებით, მოხმარებული წყალის გადასახადი, რასაც მანქანების რეცხვის დროს მოიხმარენ, მრიცხველზე არ აისახება.