ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

2023-03-02 18:20:35

საქართველოს პარლამენტში, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ხმაური და დაპირისპირება იყო.

სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, გორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე.

აღნიშნულ კანონპროექტს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში განიხილავენ.

კანონპროექტის განხილვის და საერთოდ სხდომის ჩატარების წინააღმდეგ იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. პარლამენტში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც უსაფრთხოების სამსახურმა ისინი დატბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

პარალელურად ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, პარლამენტთან აქცია დაანონსა ოპოზიციამაც.