ახმეტაში 44 წლის კაცი დაჭრეს. შემთხვევა 27 თებერვალს, ღამით მოხდა.
მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. ის კატასტროფის ეკიპაჟმა თბილისში გადაიყვანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მას ახმეტაში მცხოვრები ძმები დაუპირისპირდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ისინი კაცისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. 120-ე, სხეულის მსუბუქი დაზიანება და 236-ე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების. შსს უარყოფს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტს. დანიშნულია ექსპერტიზა.