რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-02-28 22:54:50

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 მარტს:

11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში: ლეონიძის, ერისთავის, ბესიკ კაპანაძის, აღმაშენებლის ქუჩებზე, მე-12, მე-16, მე-8 მიკრორაიონებში.

14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში მე-7ა, მე-7, შარტავას და ლომოურის ქუჩებზე. 14:00-დან 14:20 საათამდე და 14:45-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, ტაშკენტის, მეგობრობის, ლომოურის, ლებანიძის, მესხიშვილის ქუჩებზე, მე-15, მე-7 ბ, მე-7ა, მე-7, მე-14 მიკრორაიონებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.