დაპირისპირება ახალგაზრდა კაცის მკვლელობით დასრულდა

2023-02-28 18:10:00

გორში დაპირისპირება ახალგაზრდა კაცის მკვლელობით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სროლის დროს ორი ადამიანი დაიჭრა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მედიკოსებმა ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ შეძლეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ერთი პირი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები