"დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს" წევრები რუსთავში საარჩევნო უბნების გახსნასა და ხმების თავიდან დათვლას ითხოვენ.
კახა კუკავა დღეს რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და უბნების გახსნა მოითხოვა.
როგორც #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფცაური აცხადებს, პარტიის წარმომადგენლებმა სჩივრები წესის დარღვევით შეადგინეს, შესაბამისად, მათი განხილვა არ მომხდარა. " მათ ჰქონდათ 84-ვე უბანზე საჩივარი შემოტანილი, სადაც ითხოვდნენ ხმების ბათილობას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არასწორად შედგენილი საჩივრების გამო, მათი საჩივრები დატოვა განუხილველი" - აცხადებს აფციაური.
პარტიის ლიდერები საოლქოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლიში გეგმავენ. ნახეთ ვიდეო.