რუსთავის ქუჩებს და ეზოებს ყოველდრიურად ათობით ადამიანი ასუფთავებს. მეეზოვეები დილით, 5 საათზე გამოდიან სამუშაოდ და ცდილობენ ცენტრალური ქუჩები გათენებამდე დაასუფთაონ. მოგვიანებით კი შიდა ეზოებში შედიან და რამდენიმე ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებს. გააქვთ სხვადასხვა სახის ნარჩენი და გვიან ეზოებს. ჯგუფებად დაყოფილი მეეზოვეები ერთდროუალად რამდენიმე უბანში მუშაობენ და ცდილობენ, რომ ეზოების დასუფთავება შუადღემდე მოასწრონ.