რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-02-23 17:17:31

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. 

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 თებერვალს 02:00 საათიდან 02:40 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში:

დავით გარეჯის, მაიაკოვსკის, ოსტროვსკის, სააკაძის, ბათუმის, ქაშაკაშვილის, სარაჯიშვილის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, კოსტავას, 9 მაისის, დონეცკ.მეტალურგების, გრძელიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში მე-19 და მე-18 მიკრორაიონებში.

13:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ლერმონტოვის, გურამიშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, კიკვიძის, კლდიაშვილის, შევჩენკოს, კ.თავგორაშვილის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდებაჩვეულ რეჟიმში აღდგება