რუსთაველის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2 კვირაში დაიწყება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შპს "ენკოს" დირექტორმა ავთანდილ ბედიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აქამდე სამუშაოების დაწყება იმიტომ ვერ მოხდა, რომ პროექტში ცვლილებების შეტანა მოხდა.
"ინფო რუსთავის" კითხვას, რამდენ ხანს გაგრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთაველის მოედანზე, ბედიაშვილი პასუხობს, რომ თუკი რაიმე
"ახლო მომავალში განახლდება. პროექტში ცვლილებები შევიდა, მიმდინარეობს შეთანხმება და დასრულდება თუ არა დავიწყებთ სამუშაოებს. ჩვენ ვაპირებთ დამატებით გრუნტის გაძლიერებას, რადგან სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა რომ გავხსენით. საფუძველი უნდა გამაგრდეს, სავარაუდოდ 2 კვირაზე გვიან არ უნდა დავიწყოთ.
თუ არაფერი შემაფერხებელი ფაქტორი არ იყო სამუშაოები 2-3 კვირაში უნდა დასრულდეს",- განაცხადა ავთანდილ ბედიაშვილმა.