ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2023-02-20 23:58:34

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ერთმანეთს "ოპელისა" და"ბეემვეს" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

შეჯახების შემდეგ ავტომობილები გაზონზე ავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, მისი გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხერხდა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.